ფერი: ღია ჩალისფერი, მკრთალი ოქროსფერი შეფერვით
არომატი:
პირველ რიგში იგრძნობა ცოლიკაურისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატი, რასაც მოსდევს ახალი თეთრი ხილისა და მინდვრის ყვავილების სურნელების მდიდარი ბუკეტი.
გემო:
საკმაოდ მაღალმჟავიანი, ხალისიანი ღვინოა. მკაფიოდ იკვეთება მწვანე ვაშლისა და მსხლის ტონები. ოდნავ სხეულიანია, კარგად დაბალანსებული ალკოჰოლითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 6-8°C. ძალიან კარგად ეხამება სალათებს, თევზეულს, ზღვის პროდუქტებს, ცომეულსა და ყველს.